დისტანციური სერვისები

მარტივად ერთ სივრცეში მიიღეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ

სერვისების კატეგორიები

სორტირება:

ბილაინი

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე ბილაინიდან დარეკვა უფასოა

ასევე, ბილაინის სიმ ბარათის შეძენა შესაძლებელია ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალით, რისთვისაც მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაგჭირდებათ. აბსოლუტურად ყველა სერვისის მიღება, მათ შორის ბალანსის შევსება, მომსახურების ჩართვა და გამორთვა, ხარჯების დეტალური ანგარიშის ნახვა შესაძლებელია MyBeeline აპლიკაციით როგორც iOS-თვის, ისე ანდროიდისთვის.

წყარო

სილქნეტი

სილქნეტის აბონენტებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზზე დარეკვა უფასოა

სილქნეტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი და ათი ფიქსირებული სატელეფონო ხაზი გახადა უფასო. დამატებით უფასოდ 20 არხი დაუმატა. აწვდის გაზრდილი სიჩქარის ინტერნეტს ონლაინ სწავლებაზე გადასულ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას და იმ საკარანტინო ზონებს, სადაც მოქალაქეები იზოლაციაში იმყოფებიან. ონლაინ სწავლება – სილქნეტი უფასოდ აწვდის სერვისს “საშინაო სკოლა”

წყარო