დისტანციური სერვისები

მარტივად ერთ სივრცეში მიიღეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ

სერვისების კატეგორიები

სორტირება:

My.gov.ge

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (My.gov.ge) არის სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ელექტრონული სერვისების ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით მიმწოდებელი ონლაინ პლატფორმა, რომლის გამოყენებაც დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. პორტალი შექმნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ”. ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პორტალზე განთავსებულია 500-ზე მეტი ელექტორნული სერვისი. ახალი სერვისების დამატება მუდმივ რეჟიმში ხორციელდება.

წყარო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და სხვადასხვა სერვისების მიღება დისტანციურად შეუძლიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის – info@mepa.gov.ge მეშვეობით.

მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცხელი ხაზის მეშვეობით 1501.

წყარო

თავდაცვის სამინისტრო

მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დისტანციურად შეუძლიათ

მოქალაქეებს კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ გვერდის: https://www.facebook.com/mod.gov.ge/ ან ელ.ფოსტის pr@mod.gov.geასევე ცხელ ხაზზე დარეკვით: (995) 032 2 723535.

თავდაცვის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ვებგვერდიდან – https://mod.gov.ge/ge/public/page/request  ასევე ელ. ფოსტის – public@mod.gov.ge მეშვეობით.

წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მასში შემავალი სამსახურების სერვისების მიღება დისტანციურად შეუძლიათ

მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მასში შემავალი სამსახურების სერვისების მიღება დისტანციურად შეუძლიათ, იხილეთ სერვისების სრული სია

წყარო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოქალაქეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მასში შემავალი სააგენტოების სერვისები დისტანციურად შეუძლიათ მიიღონ

მოქალაქეებს სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სხვა სერვისები დისტანციურად შეუძლიათ მიიღონ, იხილეთ სრული სია

წყარო

ფინანსთა სამინისტრო

მოქალაქეებს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სერვისებით დისტანციურად შეუძლიათ ისარგებლონ

მოქალაქეებს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სერვისებით, როგორებიცაა საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა, ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების გამოწერა და ა.შ. დისტანციურად შეუძლიათ. იხილეთ სერვისების სრული სია

წყარო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გააგზავნონ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე

მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გააგზავნონ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე (mrdi.gov.ge/ka) განთავსებული შესაბამისი ველის საშუალებით ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №12). დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 032 277 90 90

წყარო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისებისა თუ ინფორმაციის მიღება დისტანციურად შეუძლიათ

მოქალაქეებს ისეთი სერვისების მიღება, როგორებიცაა: რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სასტიპენდიო კონკურსები და ა.შ. დისტანციურად შეუძლიათ. იხილეთ სერვისების და ინფორმაციის სრული სია

წყარო