დისტანციური სერვისები

მარტივად ერთ სივრცეში მიიღეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ

სერვისების კატეგორიები

სორტირება:

Bookshop.ge

უცხოენოვანი ლიტერატურის ადგილზე მიტანის სერვისი

შეიძინეთ უცხოენოვანი ლიტერატურა სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ ის სასურველ მისამართზე

წყარო

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

უფასო სასერტიფიკაციო დისტანციური კურსები

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკაციო უფასო დისტანციური კურსებს და მოიცავს შემდეგ ონლაინ თვითმართულ (self-paced) კურსებს: „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გზამკვლევი“ „პროექტის ლოგიკა მარტივად“ “ლიდერობა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში” დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ctconline.ge/course/index.php?categoryid=11

წყარო

ვსწავლობთ ერთად

სახალისო აქტივობები მშობლებისა და ბავშვებისათვის
სერვისი განკუთვნილია მშობლებისა და ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის. საგანმანათლებლო ვებ- გვერდის საშუალებით მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია განმავითარებელი აქტივობებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებით აქტუალურია მშობლების მხარდაჭერა და მათი ცნობიერების ამაღლება, რათა უკეთ შეძლონ ბავშვის განვითარებისა და სწავლების უწყვეტი პროცესის ხელშეწყობა. სერვისის მიზანია შექმნას ქართულ ენაზე არსებული ვიდეო ბლოგი ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტზებზე.
წყარო

სამოქალაქო იდეა

Online განათლება, ტექსტების, ქვიზების, შუალედურების ჩატარების პლატფორმა ნებისმიერი პედაგოგისთვის

ჩვენს ვებ პლატფორმაზე შესაძლებლობა გაქვთ ისწავლოთ, მიიღოთ სერტიფიკატი დემოკრატიის სფეროს სხვადასხვა მიმართულებებში, ასევე ნებისმიერ პედაგოგს/ლექტორს შეუძლია ატვირთოს საკუთარი ვიდეო ლექციები, დავალებები, ქვიზები, ტესტები. პროგრამა ქართულენოვანია და ადვილია გამოსაყენებლად.

წყარო

ლუპი • Lupi

უფასო წვდომა საგანმანათლებლო პლატფორმაზე

2019-2020 სასწავლო წლის დასრულებამდე ყველა მოსწავლეს უფასოდ გადაეცემა ლუპის პრემიუმ პაკეტი. პაკეტი მოიცავს ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის ულიმიტო სავარჯიშოებს, ახსნა-განმარტებებს, შედეგების ანალიტიკას, ყოველკვირეულ შეჯამებას და პერსონალურ რეკომენდაციებს.

წყარო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ტუტორიალები ახალგაზრდებისთვის

მოკლე ვიდეო ტუტორიალების მიზანი არის, ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება და ხელშეწყობა. თემატიკა არის მრავალფეროვანი და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიც არის, რა არის დემოკრატია და ლიბერალიზმი, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, რა არის გუნდური მუშაობა და როგორ გავაკეთოთ ეფექტური თვითპრეზენტაცია.

წყარო

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF

დისტანციური კურსები

College Counseling – საზღვარგარეთ დისტანციური (online) პროგრამების შერჩევა და სააპლიკაციო პროცესში დახმარება, შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნა. ესსეებისა და სამოტივაციო წერილების წერაში დახმარება. პარტნიორი უნივერსიტეტის ან სკოლის შემთხვევაში მომსახურება უფასოა. გამოცდებისათვის მომზადება – TOEFL, IELTS, SAT. ინგლისური ენის კურსები.

წყარო

Khan Academy – ხანის აკადემია

უფასო საგანმანათლებო პლატფორმა

მსოფლიოს წამყვანი, უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელზეც ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეოები, სტატიები და სავარჯიშოები როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 4,000-ზე მეტი ვიდეო და 7 მილიონზე მეტი სიტყვა სავარჯიშოები და საკითხავი მასალა.

წყარო