დისტანციური სერვისები

მარტივად ერთ სივრცეში მიიღეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ

სერვისების კატეგორიები

სორტირება:

ირაო

ირაო მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

თანხის ასანაზღაურებლად და საგარანტიო წერილის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ დოკუმენტაცია გაგზავნონ მეილზე: online@irao.ge.  სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია ან ვიზიტის ჩანიშვნა – 0 (322) 949 949; დისტანციურად არის შესაძლებელი პროვაიდერ კლინიკაში მიმართვის მიღებაც – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: mimartva@irao.ge; გაიზარდა ორიგინალი დოკუმენტაციის წარგენის ვადა 80 დღე-მდე.

წყარო

ალდაგი

მომხმარებლებს ავტომობილის ზარალის შესაფასებლად სახელოსნოში მისვლა არ მოუწევთ

ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას ალდაგის მენეჯერი მომხმარებელთან ადგილზე მივა და იქვე მოემსახურება. თუ ავტომობილს მცირე ზიანი მიადგება, ადგილზევე მოხდება თანხის დადგენა და ანაზღაურება გაიცემა უახლოეს რამდენიმე დღეში.

წყარო

იმედი L

თანხის ასანაზღაურებელი და საგარანტიო წერილის მოთხოვნის დოკომუნეტაციის ატვირთვა შესაძლებელია ინტერნეტით

იმედი L ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და უსაფრთხოების მიზნით ზღუდავს თბილისის სერვისცენტრებში მომსახურების გაწევას. თანხის ასანაზღაურებელი და საგარანტიო წერილის მოთხოვნის დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ. გადაუდებელ შემთხვევებში სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ. კორპორატიულად კუთვნილი სამოგზაურო პოლისების გადაგზავნაც მოხდება დისტანციურად.

წყარო

პსპ დაზღვევა

23 მარტამდე პსპ დაზღვევა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

გამოაგზავნეთ ექიმ სპეციალისტის დანიშნულება მისამართზე doctor@ipsp.ge, მიიღეთ მიმართვა დანიშნულ კვლევებზე, პროვაიდერ კლინიკებში და საგარანტიო ფურცელი დანიშნულ მედიკამენტებზე, პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში. პსპ დაზღვევა გისურვებთ ჯანმრთელობას.

წყარო

ჯიპიაი ჰოლდინგი

სრული სადაზღვევო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვებ გვერდიდან

სრული სადაზღვევო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვებ გვერდიდან. შეუფერხებლად, დისტანციურად მოგემსახურებიან ჩვენი გაყიდვების მენეჯერებიც; ასანაზღაურებლად დოკუმენტები, ასევე, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ანაზღაურების სერვის ცენტრებთან განთავსებულ ყუთებში. შეგახსენებთ, რომ მომსახურების ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაიზარდა 2 თვემდე!

წყარო

არდი

არდის ყველა სერვის-ცენტრი დროებით წყვეტს ვიზიტორების ფიზიკურ მომსახურებას და გადადის დისტანციური მომსახურების რეჟიმში.

Ამასთან ერთად, მოკლდება დისტანციური მომსახურების ვადა – 1 სამუშაო დღემდე.ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების ელექტრონულად მისაღებად საჭირო პორტალებია: online.ardi.ge – მოითხოვეთ საგარანტიო მიმართვა ელექტრონულად ნებისმიერ მომსახურებაზე – 1 დღეში pay.ardi.ge – გამოგვიგზავნეთ ჩატარებული მომსახურების დოკუმენტაცია ონლაინ და დაიბრუნეთ გადახდილი თანხა ბარათზე – 1 დღეში.

წყარო