დისტანციური სერვისები

მარტივად ერთ სივრცეში მიიღეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ

სერვისების კატეგორიები

სორტირება:
B2B

ალტკომი

ალტკომი გთავაზობთ ბიზნესის ონლაინ პლატფორმის აწყობას 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით

Digitizer – ეს არის დეველოპერული კომპანია Altcom-ის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განკუთვნილია ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისათვის. Digitizer-ის მეშვეობით ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, რომ სერვისი გახადოს ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და პლატფორმითვე გაუწიოს შესაბამისი მომსახურება კლიენტებს. რაც მთვარია, ეს არის მზა პროდუქტი, რომლის ადაპტირებასაც კონკრეტული ბიზნესისათვის სჭირდება რამდენიმე დღე და პლატფორმა მზად არის იმისათვის, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებმა კლიენტებს, ვირტუალურ სივრცეში გაუწიონ მომსახურება. მოგვწერე – https://www.facebook.com/digitizer.ge

წყარო
B2B

ოფისმარტი

4000-მდე დასახელების საოფისე პროდუქტი და 100-ზე მეტ ბრენდი ერთ ონლაინ სივრცეში

ოფისმარტი გთავაზობთ 4000-ზე მეტი დასახელების საოფისე პროდუქციის შეძენას ონლაინ. 50 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის ადგილზე მიტანა უფასოა.

წყარო
B2B

სტუჯექსი

სტუჯექსი გთავაზობთ ონლაინ მაღაზიის დამზადებას 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით

მარკეტინგული კომპანია “სტუჯექსი” გთავაზობთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადებას 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით, პირველ ეტაპზე გადაიხდით მთლიანი თანხის 10 % დანარჩენ თანხას კი 3 თვის შემდეგ ეტაპობრივად ან ერთიანად გადაიხდით.თქვენ მოთხოვნებზე მორგებული საიტი,თანამედროვე დიზაინით და ყველა საჭირო ფუნქცია. თანხის დაფარვის შემდეგ დამკვეთის სრულ მფლობელობაში გადადის საიტი და იმართება მარტივად.

წყარო
B2B

bonee.ge – ბონი

შექმენით ონლაინ მაღაზია 5 წუთში

Bonee-ს პლატფორმა იდეალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ტიპისა და ზომის ბიზნესისათვის. Bonee საშუალებას გაძლევთ შექმნათ სრულყოფილი საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია, რომელშიც ჩაშენებულია ბარათით გადახდები და მიტანის ფუნქციონალი. მომხმარებელი შეძლებს თქვენს ვებგვერდზე ონლაინ დაათვალიეროს პროდუქტი და განახორციელოს შეკვეთა მარტივად. შეძლებთ მართოთ შეკვეთები მენეჯერის აპლიკაციიდან ან კომპიუტერიდან. Bonee-ს საშუალებით შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია ფართო აუდიტორიას და ამავდროულად მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები, დაზოგოთ დრო, შეამციროთ ხარჯები და გაზარდოთ გაყიდვები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.bonee.ge

წყარო
B2B

OneSoft

პროგრამული უზრუნველყოფა
OneSoft – ERP სიტემების პროვაიდერი და 1C-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე. კომპანიებს ვთავაზობთ ერთიან პროგრამას მენეჯერული, ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვისთვის. OneSoft-ის მიზანია კომპანიებში ბიზნეს პროცესების გამარტივება, რუტინული სამუშაოების შემცირება და კომპანიებისთვის თანამშრომლების დროის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
წყარო
B2B

Smart Web

ონლაინ მაღაზიის პლატფორმა
სმარტ ვებმა შექმნა ონლაინ მაღაზიის პლატფორმა, რომელიც ქმნის ინდივიდუალურ საიტებს ორგანიზაციებისთვის და არამარტო. ყოველი დამზადებული საიტი არის უნიკალური დიზაინით, კომპანიის საქმიანობის მიხედვით შექმნილი. დამკვეთი ხდება საიტის მფლობელი და არ უწევს მისი ქირაობა – ყოველთვიური გადასახადის გადახდა, რაც არ აძლევდა მომავალში საიტის ინდივიდუალურად მასზე მორგებისა და გაუმჯობესების უფლებას. ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად არის შესაძლებელი საიტის ფუნქციონალის შერჩევა, ნებისმიერ დროს დამატება და მოდიფიკაცია. რაც მთავარია, ონლაინ მაღაზიის დამზადების დრო და საფასური არის 50%-ით შემცირებული.
წყარო
B2B

SUPPORTBUSINESS.GE

შეთავაზება ბიზნესებისთვის

ონლაინ პლატფორმა SUPPORTBUSINESS.GE საკონსულტაციო კომპანია “SavvY-ს’’ მიერ პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ახალი კორონავირუსის შედეგად ბიზნესისთვის გამოწვეული სირთულეების გადასალახად შეიქმნა. ვფიქრობთ დროა, რომ ის ინტელექტუალური რესურსი, რასაც ჩვეულებრივად თქვენი საქმიანობის განვითარებისთვის ვხარჯავთ, მოულოდნელ გამოწვევებთან გამკლავებაში გამოვიყენოთ. გვსურს, ჩვენი ანალიტიკური უნარებითა და პროფესიული კავშირებით დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის ახალ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებასა და ცვალებად გარემოსთან ჰარმონიულ ადაპტაციაში.

წყარო
B2B

FINA

FINA - პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისათვის
სავაჭრო, სადისტრიბუციო და კვების ობიექტების პროგრამული უზრუნველყოფა. ონლაინ-გაყიდვების მოდული (API). დისტანციური ტრენინგები და დანერგვები.
წყარო