ვებგვერდით სარგებლობის პირობები

წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის პირობები (შემდგომში – პირობები) განსაზღვრავს და არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებგვერდის – www.prevencia.ge (შემდგომში – ვებგვერდი) გამოყენების ძირითად წესებს და დებულებებს.

ზოგადი დებულებანი

ქვემოთ მოცემულ ტექსტში სიტყვები “თქვენ” და “მომხმარებელი” ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ მომხმარებელს. თქვენ მიერ ვებგვერდზე შესვლა და ვებგვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის, ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თანახმა ხართ იმოქმედოთ წინამდებარე პირობებით დადგენილი წესების და დებულებების შესაბამისად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ვებგვერდის მფლობელი არ აგებს პასუხს ვებგვერდის გამოყენების შედეგებზე (მათ შორის ვებგვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე (ზარალზე), დანაკარგზე). ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე და არ განიხილება როგორც ვებგვერდის მფლობელის სახელშეკრულებო/სამართლებრივი ბოჭვის საფუძველი/წინაპირობა. ვებგვერდის მფლობელი უფლებამოსილია ვებგვერდზე მიუთითოს საკუთარი ან/და მესამე პირის მფლობელობაში არსებული სხვა ვებგვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად და ვებგვერდის მფლობელი პასუხს არ აგებს აღნიშნული ბმულებთან დაკავშირებული ვებგვერდების ფორმასა და შინაარსზე ან/და იმ ზიანზე (ზარალზე) რაც შეიძლება გამოწვეული იქნას თქვენ მიერ აღნიშნულ ვებგვერდებზე ვიზიტის/აღნიშნული ვებგვერდების გამოყენების შედეგად.

საავტორო უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი

ვებგვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურაზე, დიზაინსა და ვებგვერდზე გამოყენებულ ვებგვერდის მფლობელის სასაქონლო ნიშნებზე სრულად ვრცელდება ვებგვერდის მფლობელის საავტორო უფლებები/წარმოადგენს ვებგვერდის მფლობელის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს. ვებგვერდზე გამოყენებული მესამე პირების სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, პატენტი წარმოადგენს შესაბამისი მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და სრულად არის დაცული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. აკრძალულია წინამდებარე ვებგვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგოს, პიქტოგრამის, გრაფიკის, სურათის, გამოსახულების, პატენტის, მომსახურების, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, ვიდეო/აუდიო ნაწარმოების ან/და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტის (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში), შესაბამისად ვებგვერდის მფლობელის ან შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. თქვენ მიერ კონკრეტული ინფორმაციის/მონაცემის გამოყენების დროს ვებგვერდზე მითითება/ვებგვერდის აღნიშვნა არ ნიშნავს თქვენთვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის/უფლების მინიჭებას. ვებგვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გადმოწერა (გამოყენება) ან/და ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად. ზოგადად პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას ან/და ლიცენზიას ვებგვერდზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გამოყენებაზე.

კონფიდენციალურობის დაცვა

ვებგვერდის მფლობელი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაქსიმალურ დაცულობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონფიდენციალური ინფორმაციის ვებგვერდის მფლობელისათვის მიწოდების დროს (ასეთის განხორციელების შემთხვევაში), მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვებგვერდის მფლობელის ან/და მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებგვერდის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი, ინფორმაციის მიღების/გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის (წვდომის) შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებაზე, ან ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით.