ყალბი სიახლე აპრილი 9, 2020
თბილისის მერია: ტყუილია, რომ იგეგმება ვერტმფრენიდან სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევა

„ფეისბუკით“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევა. რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.

რაც შეეხება კორონავირუსის (COVIDF – 19) გავრცელების პრევენციისთვის რეალურად მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს, ამ დროისთვის დეზინფექცია ჩატარდა იუსტიციის სახლში, სკოლებში, რომლებიც არდადეგების გამო დაკეტილია 1 აპრილამდე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საჯარო დაწესებულებებში. დასუფთავების კომპანიები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელებასთან ერთად მოთხოვნამ ამ სერვისზე მკვეთრად იმატა და არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, ამ გზით დაიცვას თანამშრომლები ვირუსის საფრთხისგან.

11 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24-ს შეადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.