ყალბი სიახლე აპრილი 9, 2020
დაგიცავთ თუ არა კორონავირუსისგან ვაშლის ძმარი და იოდი?

28 თებერვალს ქართულმა ვებ-გვერდმა hotnews.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სათაურით “კორონავირუსისგან ვაშლის ძმარი და იოდი დაგიცავთ – თურქი ექიმების რჩევები”. პუბლიკაციის ავტორი მკითხველებს ურჩევს იოდში ამოვლებული ყურის ჩხირი ცხვირის ნესტოებში გამოისვან, ხოლო ყელში ვაშლის ძმარი გამოივლონ.
28 თებერვლის შემდეგ hotnews.ge-ს სტატიას 470 Facebook გაზიარება და ჯამურად 1200-ზე მეტი ინტერაქცია აქვს.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, კორონავირუსისაგან დაცვის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ხელების ხშირი დაბანა და ნივთების ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით დამუშავებაა. ძმრისა და იოდით კორონას მოგერიების შესახებ ინფორმაცია არავითარ მეცნიერულ დასაბუთებას არ ეფუძნება და უფრო მეტიც, არც რომელიმე სანდო წყაროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ვებ-გვერდზე პერიოდულად აქარწყლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ მითებს და ეპიდემიის დაწყების დღიდან აქვეყებს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება თავის დაცვა ყველაზე ეფეტქურად. ჯანმოს უმთავრესი რეკომენდაცია ხელების ხშირი დაბანა და ნივთების ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით დამუშავებაა. ხელების ხშირი დაბანა ხელებზე არსებულ ყველა ვირუსს სპობს. თავის მხრივ, მათი თვალებთან, პირთან ან ცხვირთან შეხების შემთხვევაში დაინფიცირებას აცდებით.

ჩინეთში აღმოჩენილ კორონავირუსზე და მისგან დაცვის გზებზე სოციალურ ქსელებში არაერთი ცნობა და ცრურწმენა გავრცელდა. ვრცდელდებოდა ინფორმაცია, რომ პრევენციისთვის ნიორი და ძმარი გამოიყენებოდა. პრევენციის ფუნქციას მიაწერდნენ ცხვირში ფიზიოლიგიური ხსნარის გამოვლებას და ცხელ აბაზანასაც. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლო ორგანიზაცია მსგავს ინფორამციას ურბანულ მითს უწოდებს.

hotnews.ge-ს შესახებ

hotnews.ge ქართული ონლაინ გამოცემაა, რომელიც 2017 წელსაა დარეგისტრირებული. ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, არ არის მითითებული სარედაქციო კოლეგია და მასალების ავტორები.