რა არის ასახული ვიდეოზე, რომელიც ამტკიცებს თუ როგორ გაჩნდა Covid-19?
03-26-2020
  • 19 მარტს tvalsazrisi.ge-მ გამაოქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ასე გაჩნდა კორონავირუსი (ვიდეო)“. მასალაში საუბარია, რომ სოციალურ ქსელებში ვუჰანის ცხოველების ბაზრობიდან “საზარელი ვიდეოკადრები” ვრცელდება. ტექსტს ახლავს ფეისბუქის ბმული, რომელიც ბანგლადეშელი მოლას Nizam Reza Qadri ოფიციალურ გვერდზე და მის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოზე გადადის. ვიდეოში ცხოველების ბაზრობის კადრები ჩანს, რომელსაც Nizam Reza Qadri ასე ასათაურებს “მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური ბაზრობა – ვუჰანის ბაზრობა (კორონავირუსი).
  • თვალსაზრისი.ge-ს მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები მანიპულაციურია, რადგან ის რეალურად COVID-19-ის დადასტურებამდე რამდენიმე თვით ადრე 2019 წლის 20 ივლისს არის ატვირთული და მასზე არა ვუჰანის ბაზრობა, არამე ინდონეზია, კერძოდ კი სულავესის კუნძულია ასახული.
  • გავრცელებული ვიდეო AFP Fact Check-მა გადაამოწმა, რომლის თანახმად, კადრები პირველად იუთუბზე 2019 წლის 20 ივლისს, COVID-19-ის დადასტურებამდე რამდენიმე თვით ადრე აიტვირთა და არა ვუჰანში, არამედ ინდონეზიაში, კერძოდ კი სულავესის კუნძულზეა გადაღებული. ვიდეოს წარწერა ინდონეზიურ ენაზეა: “მინაჰასას მმართველობა – ვაჭრობის დეპარტამენტი.“