პრევენციისთვის

ციფრული სოლიდარობის პლატფორმა

მარტივად ერთ სივრცეში მიიღეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული ონლაინ/დისტანციური სერვისების თუ პროდუქტების შესახებ.


პრევენციისთვის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, გავურთხილდეთ ერთმანეთს, მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ერთად ყველაფერი დაძლევადია!

შემთხვევები

დადასტურებული შემთხვევა

214

მათ შორის გამოჯანმრთელდა

50

მათ შორის გარდაიცვალა

3

კარანტინის რეჟიმში

4722

სტაციონარში მყოფი

408

ბოლოს განახლებული

12:51 / 9 აპრილი წყარო: stopcov.ge

დისტანციური სერვისები

plus

დაამატე სერვისი

შპს GramPak Georgia

უფასო მიწოდება

ონლაინ მაღაზია GramPak Georgia ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით მოსახლეობის უსაფრთხოების და რისკების შემცირების უზრუნველსაყოფად გთავაზობთ ონლაინ შესყიდვების გამარტივებულ პლატფორმას. საიტზე www.grampak.ge მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიებში: ქიმია/ჰიგიენა/დეზინფექცია სამეურნეო საქონელი საკანცელარიო ნივთები სასმელი/საკვები სამედიცინო პროდუქცია და სხვა.
წყარო

HR SPACE

“HR SPACE” არის რეკრუტინგული და საკონსულტაციო კომპანია,

რომელიც სთავაზობს მომსახურებას ორგანიზაციებსა და სამსახურის მაძიებლებს.
მაძიებელს აქვს საშუალება დარეგისტრირდეს კომპანიის კანდიდატთა ბაზაში, მიიღოს კონსულტაცია არსებული რეზიუმეს ან/და ახალი რეზიუმეს შექმნის თაობაზე, მიიღოს რეკომენდაცია გასაუბრების და მოლაპარაკების ტექნიკაზე.
წყარო

BTD LEGAL LLC

იურიდიული კონსულტაცია დისტანციურ რეჟიმში

გთავაზობთ დისტანციურ რეჟიმში იურიდიულ კონსულტაციას და მომსახურებას. ნებისმიერი სამართლებრივი და საპროცესო (საჩივარი, შესაგებელი, სარჩელი და ა.შ.) დოკუმენტების მომზადებას ონლაინ ფორმატით.

Deltaprint

სარეკლამო კომპანია - ციფრული ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვა, ფართო ფორმატიანი UV ბეჭდვა რულონურ მასალებზე, UV ბეჭდვა დიდი ზომის მყარ ზედაპირებზე, პრომო ატრიბუტიკა, ლაზერული ჭრა და გრავირება.
წყარო

sursati.ge

ონლაინ მაღაზია

ბათუმში არსებული ონლაინ მაღაზია სურსათი.ჯი-ს მეშვეობით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დისტანციურად, ინტერნეტით შეარჩიოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სასურსათე პროდუქტი თუ კერძი ჩვენს საიტზე არსებული რესტორნებიდან.
წყარო

Plug and Pay

20%-იანი ფასდაკლება აპრილის ბოლომდე

ჩვენ ვამზადებთ ონლაინ გადახდების მზა მოდულებს. ამ მოდულებით შეძლებთ ონლაინ მაღაზიის შექმნას და VISA/Mastercard/Amex ბარათებით გადახდების მიღებას. ყველა ჩვენ პროდუქტზე 20% იანი ფასდაკლებისთვის გამოიყენეთ სპეციალური ფასდაკლების კოდი: covid-19
წყარო

V-TAC GEORGIA

კომპანია გთავაზობთ მიტანის სერვისს

ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად, შეიძინეთ ულტრათანამედროვე, ენერგოეფექტური და ეკონომიური ლედ ტექნოლოგიები V-TAC GEORGIA-ს ონლაინ მაღაზიაში
ეწვიეთ ბმულს https://www.shop.v-tac.ge/
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია, ჩვენი კურიერი კი სახლში მოგაწვდით მას
წყარო

Bene Exclusive

თანამშრომლების ტრანსპორტირება

ბენე გთავაზობთ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას “ბენე ექსკლუზივი”-ს დეზინფექცირებული ავტომობილებით.
წყარო

ZOOMMER

უფასო მიტანის სერვისი

შეიძინე ჩვენს ვებგვერდზე www.zoommer.ge სასურველი ნივთი, ისარგებლე უფასო მიტანით და ჩვენი კურიერები მას დღესვე მოგიტანენ!
წყარო

iscream • აისქრიმ

საკურიერო მომსახურება

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე iscream • აისქრიმის ოფისი გადავიდა სრულად დისტანციურ მუშაობაზე. თქვენ შეგიძლიათ შიეძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან /ოფისიდან გაუსვლელად შემდეგი საიტის მეშვეობით : https://www.i-scream.club და ჩვენი კურიერი მოგართმევთ სასურველ ადგილას
წყარო

Beard.ge

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით.

Beard.ge პანდემიის დაძლევამდე აუქმებს მიწოდების სერვისის საფასურს, მთელი საქართველოს მასშტაბით. შეკვეთის განსათავსებლად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიას.
წყარო

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

დისტანციური სწავლება

სასწავლო პროცესი ZOOM-ის ყველაზე თანამედროვე პლატფორმაზე, ყოველგვარი გართულებების და ხარვეზების გარეშე, მიმდინარეობს. სტუდენტებს და ლექტორებს გაეგზავნათ ზუსტი ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი. ონლაინ სწავლება საშუალებას იძლევა არ მოხდეს გაზაფხულის სემესტრის, კიდევ უფრო მეტად გადაწევა ზაფხულის თვეებში და სტუდენტებმა სრულფასოვნად შეძლონ ზაფხულის არდადეგების გამოყენება.
წყარო

HICDC

პირველადი კონსულტაცია ბიზნეს სუბიექტებისთვის

HUMAN & INSTITUTIONAL CAPACITY DEVELOPMENT CENTER -მა შექმნა ექსკლუზიური საკონსულტაციო სერვისი – ბიზნესის უწყვეტობისა და კრიზისების გეგმის შემუშავების მიმართულებით. სპეციალური სარეკომენდაციო სერვისი ითვალისწინებს ბიზნეს სუბიექტებისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევას.
წყარო

ლოიალტე

უფასო კონსულტაცია ტურისტულ სფეროსთან დაკავშირებულ კომპანიებს.

ლოიალტე ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ნებისმიერ კომპანიას, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ერთჯერად იურიდიულ, საგადასახადო და ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას სრულიად უფასოდ სთავაზობს.
წყარო

UNIK – ქუთაისის უნივერსიტეტი

Zoom, Microsoft team, classroom - ეს იმ პლატფორმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ტექნიკური ნაწილის სწავლაში UNIK-ს დახმარება შეუძლია.

უნივერსიტეტი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას და შექმნილი ვითარების ფონზე მზადაა წვლილი შეიტანოს მომავალი თაობისთვის ონლაინ გაკვეთილების შეუფერხებლად წარმართვაში. მზად ვართ ჩვენი ცოდნა პედაგოგებსაც გავუზიაროთ. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებით : სარეგისტრაციო ფორმა
წყარო

PSP დაზღვევა

23 მარტამდე პსპ დაზღვევა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

გამოაგზავნეთ ექიმ სპეციალისტის დანიშნულება მისამართზე doctor@ipsp.ge, მიიღეთ მიმართვა დანიშნულ კვლევებზე, პროვაიდერ კლინიკებში და საგარანტიო ფურცელი დანიშნულ მედიკამენტებზე, პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში. პსპ დაზღვევა გისურვებთ ჯანმრთელობას.წყარო

ჯიპიაი ჰოლდინგი

სრული სადაზღვევო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვებ გვერდიდან

სრული სადაზღვევო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვებ გვერდიდან. შეუფერხებლად, დისტანციურად მოგემსახურებიან ჩვენი გაყიდვების მენეჯერებიც; ასანაზღაურებლად დოკუმენტები, ასევე, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ანაზღაურების სერვის ცენტრებთან განთავსებულ ყუთებში. შეგახსენებთ, რომ მომსახურების ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაიზარდა 2 თვემდე!წყარო

ყველას ნახვა

ყალბი ამბები

აპრილი 9, 2020

განიკურნენ თუ არა საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულები ე.წ. პლაზმის მეთოდით?

აპრილი 9, 2020

გამოიგონეს თუ არა ამერიკელმა მეცნიერებმა Covid-19-ის ვაქცინა?

აპრილი 9, 2020

რა არის ასახული ვიდეოზე, რომელიც ამტკიცებს თუ როგორ გაჩნდა Covid-19?

აპრილი 9, 2020

შეაჩერებს თუ არა კორონავირუსს 30° C-ზე მაღალი ტემპერატურა?

აპრილი 9, 2020

ურჩევენ თუ არა დიდ ბრიტანელებს კორონავირუსით ნებაყოფლობით დაავადებას?

აპრილი 9, 2020

თებერვალში გავრცელებული დეზინფორმაცია

ყველას ნახვა

რეკომენდაციები

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?angle

ახალი კორონავირუსის სიმპტომები ძირითადად ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით,თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.
მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ:
გაქვთ ტემპერატურა, ხველა,სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.
ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ : ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;
მოქალქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს.

წყარო: stopcov.ge

როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს?angle

კორონავირუსის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

წყარო: stopcov.ge

გადაეცემა თუ არა ახალი კორონავირუსი ამანათთან შეხებით?angle

ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.

წყარო: stopcov.ge

როგორ ხდება ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკა და რა ღირს?angle

სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი ) ტარდება , თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

წყარო: stopcov.ge

რა შემთხვევაშია მოქალაქის ყოფნა აუცილებელი იზოლაციაში და რამდენი ხნით?angle

მოქალაქეს იზოლაციის მითითება ეძლევა, თუ არ უფიქსირდება ტემპერატურული რეაქცია და არ აქვს ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში და შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან ან იმყოფებოდა ინფექციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე ეჭვით და დიაგნოსტიკური კვლევით არ დაუდასტურდა ვირუსის არსებობა. იზოლაციის პერიოდი განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თვითიზოლაციას ან კარანტინს.

წყარო: stopcov.ge

როგორია ზოგადი რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად?angle

ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავის არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

წყარო: stopcov.ge


დისტანციური სერვისის დამატება

ზოგადი ინფორმაცია

საკონტაქტო

სერვისი

სერვისის/პროდუქტის ნამდვილობის გადასამოწმებლად, გთხოვთ მიუთითოთ ბმული თქვენი ვებგვერდიდან/FB გვერდიდან

ატვირთეთ თქვენი ლოგო
ატვირთვა